Sunday, May 11, 2014

მეცხრე დღე

ინტელის სასწავლო კურსი ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. უფრო დავხვეწე კომპიუტერთან მუშაობა,პროექტების დაგეგმვა და განხორციელება,მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების მრავალმხრივი ფორმების გამოყენება და  მათი ჩართვა შეფასების პროცესში,პრეზენტაციებით მოვახდინეთ შესრულებული სამუშაოს შეჯამება.
მადლობა ხათოს ჩვენდამი კეთილგანწყობისათვის.

Saturday, May 10, 2014

მერვე დღე

ვიმუშავეთ პროექტის გეგმის პროცედურებზე, გავეცანით რესურსების ნიმუშებს მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით.
გავიხსენეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით წერილების გაგზავნა.

Friday, May 9, 2014

მეშვიდე დღე

ვისწავლეთ შეფასების ფორმების შერჩევა, მოსწავლეთა ჩართვა შეფასების  პროცესში, შევქმენი მოსწავლის პრეზენტაციის კრიტერიუმების ჩამონათვალი,განვიხილეთ მოსწავლეთა შეფასების ცხრილი.

Sunday, May 4, 2014

მეექვსე დღე

ნაყოფიერი იყო დღევანდელი ტრენინგი.ვისწავლე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა, გავიხსენე სურათების ჩასმა,გავაკეთე პრეზენტაცია.

მადლობა ტრენერს გულისხმიერი ურთიერთობისათვის.

Saturday, May 3, 2014

დღე მეხუთე

მოვამზადეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია,ვისწავლე power point-ში მუშაობა, საგანმანათლებლო საიტების მოძებნა და გამოყენება, საავტორო უფლებებით დაცული მასალის გამოყენება

Sunday, April 27, 2014

მეოთხე დღე

გავეცანი პროექტებზე დაფუძნებული სწავლების შეფასების სხვადასხვა მეთოდს,ვისწავლე ტესტის შედგენა და გაგზავნა,გავიარე რეგისტრაცია ინტელის ტრენინგზე.

დღე მესამე

გავიგე როგორ შევარჩიო და დავსვა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
განვასხვავე თემატური და შინაარსობრივი კითხვები. შევარჩიეთ სტანდარტები,ჩამოვაყალიბეთ მიზნები.